top of page
logo NOW Mtsheta white.png

სიყვარულის უნარი

მცხეთა, 10 - 14 ოქტომბერი, 2022

2X5A1820.jpg

თანამედროვე ეპოქის ყველაზე უჩვეულო კონგრესი

labirynth grey flower now_edited.png
DE logo white.png
logo.png

ასამბლეა

ასამბლეა NOW,  სამყაროსთვის ერთ-ერთ ურთულეს ეტაპზე, პანდემიის დაწყებამდე სამიოდე თვით ადრე დაფუძნდა. NOW თავს უყრის ისეთ ადამიანებს, თემებს, იდეებს, გადაწყვეტილებებს, აღმოჩენებს, რომლებიც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღევანდელობისთვის და მიმართულია ცივილიზაციის მიერ შექმნილი ჩიხის გარღვევისკენ.

პირველი (დამფუძნებელი) NOW ასამბლეა გაიმართა დელფოში, (საბერძნეთი), 2019 წლის ოქტომბერში, რომლის მუშაობაშიც  მონაწილეობდა 150 გამოჩენილი მეცნიერი და კულტურის მოღვაწე მსოფლიოს 25 ქვეყნიდან. ასამბლეის ინიციატორია დელფინების საელჩო (www.dolphinembassy.org).

2022 წელს, ასამბლეა იმართება მცხეთის მერიასთან პარტნიორობით და დასრულდება 14 ოქტომბერს – მცხეთობა-სვეტიცხოვლობის დღეს. ამ დიდ ღონისძიებას დაესწრებიან საპატიო სტუმრები, მედიის, კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

pexels-cherry-laithang-3459713 2.jpg
assembly
moment
06 минотавр.jpg

დრო

ეპოქა, მომენტი, როდესაც ყველა ჩვეული ორიენტირი მოშლილი და არეულია, ყველა არსებული რესურსი ამოწურულია, და ადამიანი თავს მეწყრის ეპიცენტრში მოხვედრილ ქვიშის პატარა ნამცეცად გრძნობს... თუმცა, დღევანდელი დღე, აწმყო დრო. საყოველთაო დაბნეულობის, ეს ასევე კაცობრიობის იმედად ყოფნის დროც არის.

 

ადგილი

მცხეთა არის საქართველოს უძველესი, ისტორიული დედაქალაქი, მისი სულიერი და კულტურული ცენტრი, აღიარებულია მუზეუმ-ნაკრძალად. 

ქალაქი შეტანილია იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში. მცხეთაში 2000-ზე მეტი, საქართველოსა და კაცობრიობის ისტორიისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე, უნიკალური არქიტექტურული ძეგლი, არქეოლოგიური და კულტურული ობიექტი მდებარეობს. ეს არის ადგილი, სადაც თვალნათლივ იგრძნობა კავშირი ზეციურსა და მიწიერს, არსებულსა და შესაძლებელს, წარსულსა და მომავალს შორის.

place
Big Fish.jpg

თემა

სიყვარულის უნარი -  ის, რაც თითოეულ ჩვენგანში დასაბამიდან არის ჩადებული როგორც შესაძლებლობა, რომელიც უნდა გაიხსნას, გამოვლინდეს. ამ უნარით და მის გარეშე, სამყარო მიიღებს ორ, ერთმანეთისაგან  განსხვავებულ მომავალს, ორი განსხვავებული კაცობრიობა, გარეგნულად მსგავსი, თუმცა არსობრივად შეუთავსებელი – როგორც ბეისბოლის კეტი და ჯადოსნური ჯოხი. რა შეცვლის რეალობას და რა მოახდენს ერთი მათგანის მეორედ გადაქცევას?

theme

პროგრამა

ყველა ღონისძიება ასამბლეის ფარგლებში უნიკალურია და  გაიმართება პირველად

უამრავი შეხვედრა შემდგარა სხვადასხვა თემაზე თუმცა, რამდენადაც ვიცით, პირველად ისტორიაში, ასამბლეის შეხვედრები ადამიანის მთავარ თვისებას - სიყვარულის უნარს ეძღვნება.

პროგრამის შინაარსი ეფუძნება არა „მომხსენებლების“ ლექციებსა და მსჯელობებს, არამედ მათ უშუალო გამოცდილებასა და შეგრძნებებს. მთავარი მონაწილეები მხოლოდ მეგზურები არიან, დამსწრეები კი არა პასიური მსმენელები, არამედ ექსპედიციის მონაწილეები სიცოცხლით სავსე მომავლისთვის აუცილებელი, ჭეშმარიტი განძის ძიებაში.

IMG_2385_.jpg
program
elephant.jpg

ლიდერები

(საგანგებო სტუმრები)

ჩვენს სამყაროში ძალიან ადვილია ისინი თავგამოდებულ დონკიხოტებად ჩათვალო. უცნაური ადამიანები, რომლებიც, რაც არ უნდა ხდებოდეს, საკუთარ თავს უფლებას აძლევენ აკეთონ მხოლოდ ის, რისიც სწამთ. ამიტომ ისინი – თავ-თავის სფეროში – ამას ბრწყინვალედ ახერხებენ.

ადამიანები, ვისი მეშვეობითაც თავს იჩენს, ამოხეთქავს, ამოიზრდება ხოლმე ადამიანში დამალული ეს უცნაური თვისება – სიყვარულის უნარი. ვისი წყალობითაც ეს უნარი მეტი გვაქვს. და მასთან ერთად, ოდნავ მეტი იმედი.

events
particiption

მონაწილეობა

შეგიძლიათ აირჩიოთ მონაწილეობის ერთ-ერთი ვარიანტი:

1. ასამბლეის ღია დღეების სრული პროგრამა - ყველა ღონისძიება 11, 12 და 13 ოქტომბერს;

 

2. ერთი კონკრეტული დღის დღის ან საღამოს პროგრამა;

 

3. VIP მონაწილეობა - მათ შორის განთავსება მცხეთის აკრედიტებულ სასტუმროში 9-დან 15 ოქტომბრამდე (საჭიროების შემთხვევაში); პირისპირ კომუნიკაცია ძირითად დაინტერესებულ მხარეებთან; ასამბლეის მთელი პროგრამა, მოსამზადებელი და დასკვნითი დღეების დახურული ღონისძიებების ჩათვლით (10 და 14 ოქტომბერი).

* ასამბლეა წარმოადგენს არაკომერციულ ღონისძიებას. მისგან სრულად შემოსული თანხა გამოიყენება მხოლოდ ხარჯების დასაფარად და ღია დიპლომატიის პროგრამაზე, პრემია "NOW“-ს ჩათვლით.

 

eye11.jpg
2X5A1820.jpg
  • Facebook
  • Instagram

* By clicking subscribe or submit button you are agreeing to our Terms and Conditions and Privacy Policiy

NOW ASSEMBLY - ABILITY TO LOVE

10 - 14 October 2022

Subscribe to get exclusive updates

Thanks for subscribing!

logo NOW s.jpg
bottom of page